სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობა არჩევნების დღეს - ქობულეთში 42 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს

დღეს, 28 ნოემნერს, როცა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, ქობულეთში, 42 წლის მამაკაცი მოკლეს.

შემთხვევა ​სოფელ ჩაისუბანში მოხდა. მამაკაცი გზასთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ერთი საათით ადრე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, იქიდან წამოსულს კი ავტომობილი დაედევნა და ოთხი ტყვია ესროლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფოტო: "აჭარის ტელევიზია".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100