"ვაშაძის ახალქალაქის შტაბი დაარბია 30-მდე ოცნების აქტივისტმა" - ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში სტატუსსა და ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბი "ქართული ოცნების" აქტივისტებმა დაარბიეს:

"ვაშაძის ახალქალაქის შტაბი დაარბია 30 მდე ოცნების აქტივისტმა. დარბევას ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა მარტუნ მკოიანი (ენძელ მკოიანის ძმა - ენძელ მკოიანი გახლავთ ქართული ოცნების დეპუტატი)" - წერს ნიკა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი