სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებს იგებს - ამ წუთებში, ივანიშვილის რეზიდენციაში ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების საგანგებო თათბირია

გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებს იგებს - ამ წუთებში ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციაში ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების საგანგებო თათბირია.
არსებული ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს იგებს.
თუმცა, ივანიშვილი ცდილობს ამომრჩევლის ნების გამოხატვას ხელი შეუშალოს.
გამორიცხული არ არის, რომ ამ წუთებში უკვე ემზადებოდნენ როგორც უბნების დარბევისათვის, ისე სხვადასხვა მანიპულაციებისათვის. თითოეული ხმა გადამწყვეტია.
ერთ-ერთი ვერსიით, ჯარი, პოლიცია და ძალოვნები უარს აცხადებენ დაუპირისპირდნენ საკუთარ ხალხს.
ცოტაც და ცნობილი გახდება ამერიკული ორგანიზაციის ეგზიტპოლებიც. თუ არსებული ინფორმაცია ეგზიტპოლებითაც დადასტურდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა 2012 წლის შემდეგ, ოპოზიციამ არჩევნები მოიგო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100