სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ხელი გაწიეთ ბიჭო" - პოლიციამ ზაზა სარალიძე გააკავა და ძალის გამოყენებით გადაიყვანა გზიდან

"ხელი გაწიეთ ბიჭო" - პოლიციამ ზაზა სარალიძე გააკავა და ძალის გამოყენებით გადაიყვანა გზიდან .

ვიდეოს ჟურნალისტი ელისო კილაძე აქვეყნებს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა რუსთაველის გზამზირზე სამართალდამცავებთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ შეუძლოდ გახდა.

ადგილზე სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა სარალიძემ სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქვა.

„გაგვაჩერეს შუა გზაში, მოიპარეს კარავი, ადიალები მოიპარეს და გაიქცნენ, კარვის გაშლაზე უარი არ მიგვიღია, პირიქით უფლება მოგვცეს“, - აღნიშნავს სარალიძე.

ზაზა სარალიძის განცხადებით იგი მისი შვილის მკვლელებს ღია ომს უცხადებს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100