სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გუშინ მოვიდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და მითხრეს რომ თუ ხმას არ მივცემდი სალომე ზურაბიშვილს ჩემ შვილს, რომელიც ჯარში მსახურობს, პრობლემები შეექმნებოდა"

ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტი სოფელ ცოდნისკარში:
სოფელ ცოდნისკარის მცხოვრებლები, ნუნუ ჯორჯაძე და თედო ბაჩიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წევრებს ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მათივე თანასოფლელები ნანო ლომიძე და ია ჯოხაძე აღნიშნულ პიროვნებებს ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა.
ნუნუ ჯორჯაძე ამბობს, რომ ლომიძე და ჯოხაძე მათ ოჯახში მივიდა და მოსთხოვა, ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სამხედრო მოსამსახურე შვილს სამსახურიდან გამოუშვებდნენ. ჯორჯაძე ასევე აცხადებს,რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მას უთხრეს,რომ იგივე განხორციელდებოდა ხაჩიაშვილების ოჯახზე და ისიც გაეფრთხილებინა. ხაჩიაშვილების ოჯახის ორი შვილი სამხედრო მოსამსახურეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100