"აგროჰაბში ნაყიდი ტყლაპი სავსეა მატლებით" - ჟურნალისტი ეკა გულუა

ჟურნალისტი ეკა გულუა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ აგროჰაბში ნაყიდი ტყლაპი სავსე იყო მატლებით:

"ეს არის აგროჰაბში ნაყიდი ტყლაპი, რომელიც ბავშმა შეჭამა და ბოლოს ნახა, რომ შიგნით მიმხმარი მატლი იყო. მეორე არ გაგვიხსია, თუმცა, გარედან მეორეც სავსეა მატლის პატარა მუქი წერტილებით" - აცხადებს ეკა და ტექსტთან ერთად ფოტოებსაც ტვირთავს.

დრონი.ჯი დაინტერესდა, თუ რამდენად ხშირი მომხმარებელი იყო ჟურნალისტი ამ ჰიპერმარკეტის და კომენტარისთვის თავად პოსტის ავტორს დავუკავშირდით:
- საკმაოდ ხშირი მომხმარებელი ვიყავი აგროჰაბის, თუმცა ამ ფაქტის შედეგ თავს შევიკავებ იქ ვიზიტისგან.
- ეკა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აგროჰაბის კლიენტი უკმაყოფილოა შეძენილი პროდუქციით, თქვენ თუ გსმენიათ სხვა შემთხვევების შესახებ?
- ზოგადად კი მსმენია, თუმცა კონკრეტული შემთხვევებით არ დავინტერესებულვარ. თუმცა იყო პროდუქცია, რომელსაც ამ ჰიპერმარკეტში არ ვყიდულობდი, მაგალითად კარტოფილი, რომელიც ნახევარზე მეტი გაფუჭებული იყო. ის ტყლაპი, რომელიც შევიძინეთ, არ იყო ვადაგასული და არც დავკვირვებივარ, შიგნით ჰქონდა თუ არა რამე საეჭვო, ბავშვმა შეამჩნია, მითხრა და ამის შემდეგ მეც ვნახე.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით აგროჰაბის პრესსამსახურს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და ვკითხეთ, თუ რამდენად ხშირად ამოწმებს ჰიპერმარკეტის წარმომადგენლობა პროდუქციის ვარგისიანობას:
- ჩვენ ვესაუბრეთ პოსტის ავტორს აღნიშნულთან დაკავშირებით და გვინდა განვაცხადოთ, რომ პროდუქტი ვარგისიანი და ვადიანი იყო. უბრალოდ ჩვენ, როდესაც შეფუთული პროდუქტი მოგვდის მომწოდებლისგან, შემოწმების ორი ხერხი გვაქვს - ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატს ვთხოვთ და სისტემატიურად ვამოწმებთ ვადას. ორივე დაცული იყო, თუმცა ამ შემთხვევის გამო ეს პროდუქტი მოვხსენით და გავატანეთ მომწოდებელს უკან.

კომენტარი