ფეიქრების ქუჩაზე 20 წლის გოგოს მატარებელი დაეჯახა

ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგოს მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის 275-ე მუხლით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„როგორც ამბობენ, გოგონამ სავარაუდოდ მატარებელი ვერ დაინახა“ - აცხადებენ თვითმხილველები.

კომენტარი