"მკვლელობა სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, ეძებენ 1989 წელს დაბადებულ ც.გ.-ს" - შსს ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახება განცხადებას ავრცელებს

შსს ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახება განცხადებას ავრცელებს:

2018 წლის 8 აგვისტოს ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის 25- კორპუსის სადარბაზოში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები 1989 წელს დაბადებული ..- დასაკავებლად.

პირველადი ინფორმაციით, მკვლელობა გუშინ საღამოს, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლულია 41 წლის მამაკაცი. ასევე, დაჭრილია 48 წლის მამაკაცი, რომელსაც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება მკურნალობა.

გამოძიება საქართველოს სსკ- 108- მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109- მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამო ვარკეთილში 41 წლის მამაკაცი მოკლეს, 48 წლის კი დაჭრეს. დრონი.ჯი მკვლელობის დეტალებზე წერდა სტატია.

კომენტარი