სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი იყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ ხანძარი იყო. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსართულიან შენობაში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს და ის კომპლექსის ძირითად ნაწილში არ გავრცელებულა - ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

მისივე ცნობით, დამწვარია 150 კვ.მ ფართი, რომლის ჩაქრობას ხუთი სახანძრო მანქანა ცდილობდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. მისივე ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100