"26 ადამიანი ერთმანეთს ჩახუტებული იპოვეს დამწვარი" - საბერძნეთში ხანძრის დროს დაღუპულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება

საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვი სულ უფრო იმატებს. ამ დროის მონაცემებით, 60 დაღუპულია, მძმედ არის დაშავებული 150 ადამიანი და უამრავი დაკარგული, რომელთა ზუსტი რაოდენობა ბოლომდე ვერ დგინდება. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი ძალიან მძმე პოსტს ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:


"საშინელი ტრაგედია საბერძნეთში, კერძოდ ათენის შემოგარენში. ხანძრის შედეგად დაიღუპა 53 ადამიანი. 150 დაშავებული, ათობით ადამიანი დაკარგული, გადამწვარია მთლიანად საბავშვო ბანაკი, ხალხი დაიწვა მანქანებში და რაც ყველაზე საშინელი სანახავი იყო, 26 ადამიანი თავმოყრილი ერთ მინდორში, ერთმანეთს ჩახუტებული იპოვეს დამწვარი. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. ცეცხლი 47 ადგილას იყო გაჩენილი. ვუსამძიმრებ ბერძენ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას, თუმცა არ არის ჯერ ცნობილი ვინმე ქართველიც თუ არის მათ სიაში, რადგან ოჯახს დაჩაზე მიჰყავთ ხოლმე დასასვენებლად მოხუცები და ჩვენი გოგოებიც თან ჰყავთ. ვუსურვებ გაძლებას ყველას.
უფალი გფარავდეთ!" - წერს მარინა ყიფიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი