სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროკურორი: გრიგალაშვილმა აღწერა, როგორ მიაყენა ნაცვლიშვილს ქვითა და დანით თავის არეში დაზიანებები

ბრალდებულმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ გამოიხმო სახლიდან მოკლული ანა ნაცვლიშვილი, როგორ მიაყენა მას დაზიანებები თავის არეში ჯერ ქვით, შემდეგ კი, დანის გამოყენებით“, - ამის შესახებ ჯი-ეიჩ-ენ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, გრიგოლ ბიბილაშვილმა განუცხადა.

აღნიშნულ საქმეზე დღევანდელ პროცესზე სასამართლოში ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა გამოიკვლიეს, რომელშიც ლადო გრიგალაშვლი ჰყვება, თუ როგორ მოკლა მან ანა ნაცვლიშვილი.

„2018 წლის 22 თებერვალს, განხორციელდა ფარული სგამოძიებო მოქმედება, განხორციელდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, სადაც ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილისა და პოლიციის თანამშრომლის საუბარია ასახული. აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოს მიერ კანონიერადაა მიჩნეული, ის დღეს, არსებითი განხილვს სტადიაზე გამოვიკვლიეთ.

ვიდეოში ნათლად, მკაფიოდ ჩანს საუბარი პოლიციელსა და ბრალდებულს შორის. ბრალდებული თავისუფალი თხრობის პირობებში, ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე, დეტალურად აღწერს 2018 წლის 22 თებერვლამდე მასსა და მოკლულ ანა ნაცვლიშვილს შორის ურთიერთობის თაობაზე, ასევე იმის თაოაბზე, თუ რა მოხდა საბედისწერო ღამეს. ბრალდებულმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ გამოიხმო სახლიდან მოკლული ანა ნაცვლიშვილი, როგორ მიაყენა მას დაზიანებები თავის არეში ჯერ ქვით, შემდეგ კი, დანის გამოყენებით.

მანვე მიუთითა, რომ დანა შენახული ჰქონდა ავტომანქანაში. ასევე მიუთითა იმ გარემობების თაოაბზე, თუ როგორ მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ანუ როგორ შეეცადა დანაშაულის კვალი წაეშალა და ..“, - აცხადებს ბიბილაშვილი.

ცნობისთვის, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მოკლულის შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს, ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.

დღესვე გამოიკითხნენ საქმის გამომძიებელი და ექსპერტი.

შემდეგი სხდომა 31 ივლისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100