სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტყიბულში დაშავებული მაღაროელებიდან ორის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

ტყიბულში, მინდელის სახელობის ერთ ერთ მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მაღაროელებიდან ორის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ისინი თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. დაზარალებულები დღის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. ამავე კლინიკაში რჩება კიდევ 2 დაშავებული.
სულ გუშინდელი ტრაგედიის შედეგად ტყიბულიდან თბილისში 5 მეშახტე გადმოიყვანეს. ყველა მათგანს სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აღენიშნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100