სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლონეთის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა მიიღოს საქართველოსა და მოლდოვას ამბიციები

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა მიიღოს იმ ქვეყნების ამბიციები, რომლებსაც 21-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი ფილატი და პრეზიდენტი სააკაშილი წარმოადგენენ და მან ეს უნდა გააკეთოს არა მარტო მათი ქვეყნების, არამედ მთლიანად ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე.

"მივესალმები ჩვენს მეგობრებს და გმირებს ეკონომიკურ ფორუმზე... პრეზიდენტი სააკაშვილი დაჯილდოვდა იმ ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი, რომელსაც ეკონომისტები ბიზნესმენები და ექსპერტები ანიჭებენ პოლონეთში... რამდენიმე წლის წინათ ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ საქართველო და მოლდოვა ასე სწრაფად გაივლიდნენ გზას ევროპისკენ, იმ სტანდარტებისკენ, რომელიც ჩვენთვის ასე ახლოა. ეს არ არის მოკლე და იოლი გზა, მაგრამ საქართველოსა და მოლდოვის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიზანდასახულობის წყალობით, იმ სტანდარტების შესრულებისა და იმ გამბედაობის წყალობით, რომელიც მათ მიღწევას სჭირდება, ამ გზას გადის როგორც საქართველო ისე მოლდოვა. ევროკავშირში, იმ გაერთიანებაში შესვლამდე, რომელიც დღესდღეობით უალტერნატივოა ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს გზა ჩვენც გავიარეთ...", - განაცხადა ტუსკმა ფორუმზე.

მისი თქმით, ყველაზე ამბიციური ქვეყნები, რომლებიც მალე შეხვედებიან პარტნიორობის სამიტზე ვარშავაში, სწორი გზით მიდიან ზუსტად ამ გაერთიანებისაკენ და არავის მოსდის აზრად, საქართველოში, მოლდოვაში და უკვე უკრაინაშიც, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

"ამიტომაც, დღეს კრინიციდან, ხვალ კი ვარშავიდან, ასევე ბრიუსელიდან და სტრასბურგიდან უნდა წამოვიდეს ძალიან მძლავრი ხმა, რომელიც ძლიერ მუხტს ატარებს ევროკავშირის არა მარტო ამჟამინდელი სტატუს-კვოს გაგებით, არამედ იმითაც, თუ რას უნდა მივაღწიოთ მომავალში. შესაბამისი ცალკეული სტრუქტურების შენება, ევროკავშირის შიგნით ექსკლუზიური პოლიტიკური ფორმატების შექმნა, შენგენის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ევროკავშირის გაფართოების იდეასა და მის წევრობაზე უარის თქმა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყოველგვარ სტანდარტს ასრულებენ, კაპიტულაცია იქნებოდა...", - აღნიშნა ტუსკმა.

საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრინიცაში მიმდინარე 21-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე, ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე, ქვეყანაში დაძლეულ კორუფციასა და იმ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.
ფორუმზე საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ყურადღება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმაც გაამახვილა. მისი განცხადებით, სწორედ ქვეყნის ლიდერის მიზანდასახულობის დამსახურებაა, რომ საქართველო სწრაფად მიიწევს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100