სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაატა იმნაძე მესტიის ჩაკეტვაზე: სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ... კორონავირუსმა დაგვანახა, რომ ის არსად წასულა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პაატა იმნაძე მესტიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ეხმაურება.

"სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ"- აცხადებს იმნაძე. მისი თქმით, კორონავირუსი კვლავ ჩვენს გვერდითაა.

„სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ კორონა ჩვენს გვერდითაა. აი, შედეგი სახეზეა. გვაქვს შემთხვევები სოფელ ლენჯერში. კორონავირუსმა დაგვანახა, რომ ის არსად წასულა და აქაა,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 7 ადგილობრივია, 10 სტუმარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100