"დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა, მესანთლემ იპოვა მტირალი" - სამების ტაძარში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა

სამების ტაძარში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ავრცელებს.

„დაახლოებით ერთი საათის წინ, ტაძარში დედამ ჩვილი ბავშვი, დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა და წავიდა... მესანთლემ იპოვა მტირალი.

112-ში დარეკვის შემდეგ პატრულმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანეს პატარა ანგელოზი და იმედია, დადგინდება რა მოხდა“, – აცხადებს არქიმანდრიტი.

კომენტარი