დიდუბეში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეოკადრები)

დიდუბეში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა.

„მაზდას“ მარკის ავტომობილი დიდუბეში, ე.წ. ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე ბოძს შეეჯახა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

კომენტარი