სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პიკასოს" დაჭრის კადრები - "კურიერის" ექსკლუზივი შემთხვევის ადგილიდან

ექსკლუზივი - „ქუჩის ბიჭების“ სოლისტის „პიკასოს“ დაჭრის კადრები „კურიერმა“ მოიპოვა. მას ორი დღის წინ თავს ქალი დაესხა. კადრი იმ დროს იწყება, როდესაც მუსიკოსი და ქალი კამათობენ. კადრში პირველად თამთა ჯანჯღავა ჩნდება, მას ირაკლი ნოზაძე ხელს ურტყამს, პარალელურად კი, ჯანჯღავა ნოზაძეს, სავარაუდოდ, დანას ურტყამს.

კადრებში ჩანს, რომ თამთა ჯანჯღავა არ გარბის. ხელში სავარაუდოდ დანა ისევ გაშლილი უჭირავს. სხვების გასაგონად ბევრს საუბრობს, ეს სცენა 34 წამს გრძელდება. კადრებს ხმა არ ახლავს.

მასალაში ჩანს თამთა ჯანჯღავას თანმხლები ქალიც. მან თავდასხმის ადგილი ჯანჯღავასთან ერთად დატოვა.

ახალგაზრდა ქალის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დაჭრის მიზეზი ვალი იყოს.

დაჭრის ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავდა. გავრცელებული ინფორმაციით, წერეთლის გამზირის ეზოში ბევრმა მოისმინა, რომ ქალი და მამაკაცი ერთმანეთთან დიდხანს კამათობდნენ. სავარაუდოდ, ნოზაძეს ჯანჯღავა უცნობი პრეპარატის ან მასში გადახდილი ფულის დაბრუნებას აგრესიულად და სიტყვიერი შეურაცხყოფით სთხოვდა. ამ ვერსიას ადვოკატი არ ეთანხმება.

ირაკლი ნოზაძეს ცივი იარაღით ჭრილობა ყელში აქვს მიყენებული. მედიკოსების ინფორმაციით, მას არტერია დაუზიანდა და საავადმყოფოში სისხლის დიდი დანაკარგით შეიყვანეს.

დაჭრის ამბავს ორი ბრალდებული ქალი ჰყავს. ერთს მკვლელობის მცდელობას, მეორეს კი ფაქტის შეუტყობინებლობას ედავებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100