მეუღლესთან ერთად სათევზაოდ წასული 44 წლის კაცი წნორში მოკლული იპოვეს

წნორში 44 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვაჟა სომხიშვილი მეუღლესთან ერთად მდინარე ალაზანზე სათევზაოდ იმყოფებოდა, საიდანაც გაუჩინარდა. ძებნის შემდეგ მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა იპოვა. გარდაცვლილის მეუღლის თქმით, ცხედარს თავის არეში სავარაუდოდ ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული.

"სათევზაოდ დავდიოდით ყოველ დილა. ალაზანზე ვიყავით. მეუღლემ მითხრა, მეორე ნაპირზე გადავალო. მას შემდეგ გაუჩინარდა. ძებნა დავიწყე, მაშველები გამოვიძახეთ. მალევე იპოვეს, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. თავში ჩარტყმული აქვს, სავარაუდოდ რკინაა. სულ სისხლიანი იყო. არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. პოლიციამ დამკითხა და იმედი მაქვს მკვლელს დაიჭერენ" - განაცხადა ტატიანა მელნიკოვამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


კომენტარი