სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ნოზაძე რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ განუცხადა.

მისივე განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

„ოპერაცია დასრულდა. ჩაგვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში. მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია. მკურნალობა გაგრძელდება რეანიმაციის განყოფილებაში. ამ მომენტისთვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერჯერობით დასკვნების გაკეთება ნაადრევია“, - განცხადა ნიკა ქარცივაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100