ახმეტაში ერთ-ერთ მდინარეში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

უბედური შემთხვევა ახმეტაში - მდინარე ილტოში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. ახალგაზრდა მდინარეზე მეგობრებთან ერთად საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც ის წყალმა ჩაითრია.

შემთხვევა "საგუბრების ტერიტორიაზე" მოხდა. ცხედარს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ და მას წყლის დაცლის შემდეგ მიაკვლიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი