"ჩემი მეგობარი იყო და 6 წელი ჩემი და ჩემი შვილის ფოტოების გამოყენებით წერდა უცნობებს, შიშვლ ფოტოებს უგზავნიდა" - აი, რას წერს მწერალ ზურა აბაშიძეზე მისი მეგობარი

როგორც მწერალი ზურა აბაშიძე ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ჰყვება, მას გუშინ, 21ივნისს, ღამით ჰომოფობურ ნიადაგზე უცნობი თავს დაესხა. გარდა ამისა, აბაშიძე პოლიციელებსგულგრილობასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.

შსს- გამოძიება 126-, ძალადობის მუხლით, დაიწყო. გარდა ამისა, გენინსპექციამ მოკლვევადაიწყო, რათა დადგინდეს, პოლიციელებმა გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას. იმშემთხვევაში, თუ დანაშაულის ნიშნები გამოვლინდება, დაიწყება გამოძიება.

სტატია.

ზურა აბაშიძის ამ ინციდენტის შემდეგ, ნახეთ, რა ინფორმაციას აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მწერლის აქ უკვე ყოფილი მეგობარი თაკო კოსტავა:

უკვე 6 წელია ქუჩაში მხვდებიან სრულიად უცნობი ადამიანები და მიყვებიან "ჩვენს" დიალოგებს, რომელთა შესახებაც მე არაფერი ვიცი.

დაახლოებით 6 თვის წინ გავიგე, რომ facebook-ზე არსებობდა ჩემი კიდევ ერთი ექაუნთი, სახელით და გვარით "Ellen Darchia".

რა თქმა უნდა, თავიდან ვერ მივხვდი ვის რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ გაირკვა რომ ჩემი კლასელი და კარგი მეგობარი Zura Abashidze, რომელიც ეხლა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ჩივის, არის ის, ვინც 6 წლის განმავლობაში ჩემი სახელით ეკონტაქტებოდა უამრავ ადამიანს, იყენებდა ჩემი და ჩემი შვილის სურათებს, ამბობდა, რომ ოჯახში პრობლემები მქონდა და შედიოდა ისეთ დიალოგებში სადაც შემდეგ გზავნიდა წითური გოგონების "დაგუგლულ", სახემოჭრილ, შიშველ ფოტოებს.

საშინელებაა, როცა სადმე ყავაზე შედიხარ, შენთან მოდის შენთვის სრულიად უცნობი ადამიანი და გეუბნება, რომ შენ გწერდა, უყვარდი ან უბრალოდ თვალს გიკრავს და გეკითხება: "ელენ დარჩიაზე შენ მაიმუნობდი?"

ეს ადამიანი, რომელიც ახლა თვითონ ამბობს, რომ არის ძალადობის მსხვერპლი, 6 წლის განმავლობაში ჩემი სახელთან ერთად ჩემი შვილის ფოტოებს და მის სახელსაც იყენებს, რაც ორმაგად მტკივნეულია ჩემთვის.

თუ მკითხავთ სად ვიყავი აქამდე, გიპასუხობთ, რომ სანამ გავიგებდი მის ვინაობას, მანამდე შევიტანე საჩივარი პროკურატურაში.
ბუნებრვია, ყველა სახის ძალადობა და მითუმეტეს ჰომოფობია დასაგმობია, მაგრამ როდესაც ძალადობის მსხვერპლი თვითონაც მოძალადეა, ის უფრო ამორალურს ხდის ამას.

გმადლობთ, ნახვამდის.
#METOO #მეც
“- წერს თაკო კოსტავა სოციალურ ქსელში.

კომენტარი