კლუბ "ბასიანში" შსს ისევ შევიდა

ღამის კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, მათ დაწესებულებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ შევიდა. ამის შესახებ გელბახიანი ინფორმაციას თავად ავრცელებს.

„ბასიანის ოფისში შსს შემოვიდა. ჩხრეკენ ოფისს. მიაქვთ ყველა დეკლარაცია. როგორც ჩანს შოუ არ დამთავრებულა“ - აცხადებს გელბახიანი.

როგორც შსს-მ განაცხადა, ღამის კლუბ „ბასიანში“ გარკვეული დოკუმენტების ამოღება მხარეებთან შეთანხმებით მიმდინარეობს. ამის საპასუხოდ კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია აცხადებს, რომ უწყება ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან მათი შემოჭრა ორმხრივი შეთანხმების საფუძველს არ ეყრდნობა და "ბასიანის" წინააღმდეგ ბრძოლა კვლავაც მიმდინარეობს.


კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:

"ბასიანის ოფისში შსს შემოვიდა. ჩხრეკენ ოფისს. მიაქვთ ყველა დეკლარაცია. როგორც ჩანს შოუ არ დამთავრებულა“ - აცხადებს გელბახიანი.

კომენტარი