ტერაქტებს პაკისტანში 16 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ქალაქ კვეტაში განხორციელებულ ტერაქტებს 16 ადამიანი ემსხვერპლა.

სააგენტო "ფრანს-პრესის" ინფორმაციით, ერთდროულად განხორციელებული 2 ტერაქტის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 32 მძიმედ დაიჭრა.

პირველი აფეთქება ავტომანქანაში ჩამონტაჟებული ბომბით სასაზღვრო განყოფილებასთან განხორციელდა, შემდეგ კი თვითმკვლელი-ტერორისტი შენობაში შევიდა და თავი აიფეთქა.

ცნობილია, რომ ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობას "ალ ქაედას" წევრი უნის ალ-მავრიტანი იღებდა.

კომენტარი