დატბორილია მეტრო სადგურ "ახმეტელის" შესასვლელი, თბილისის სხვადასხვა უბნებში მეხანძრე-მაშველებს წყალში ჩარჩენილი ავტომობილები გამოჰყავთ

წყალდიდობა თბილისში - ძლიერი წვიმის გამო ქალაქის სხვადასხვა უბნები დატბორილია და ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, რომლებიც წყლის ამოტუმბვას ცდილობენ და ავტომობილები გამოჰყავთ დატბორილი ადგილებიდან.

ძლიერი წვიმის გამო სრულად მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ წუთებისთვის, ყველაზე მეტი შეტყობინება შემოსულია გლდანის რაიონიდან, სადაც დაიტბორა მეტროს სადგურ "ახმეტელის" შესასვლელი. მეტროს ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ წუთებშიც აწარმოებენ.

წყლის დაგროვებამ გამოიწვია სამანქანო მოძრაობის შეფერხება გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე. მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველები აწარმოებენ ჩარჩენილი მანქანების ქუჩებიდან გამოყვანას.

ამ წუთებისთვის, მეხანძრე-მაშველები გლდანის რაიონში 5 სახლის სარდაფიდან აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს. წყლის ნაკადმა მოძრაობის შეფერხება გამოიწვია თამარაშვილის ქუჩაზეც, სადაც მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.
ძლიერი წვიმის შედეგად, მოქალაქეები არ დაშავებულანი.

კომენტარი