მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირს გახარიას და სუსის 100 კაცს,რომელთაც ყოველთვიურად ხელზე უხდის ხელფასს

ასე გამოეხმაურა ფეისბუქ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი რუსთაველის გამზირზე მომხდარ მოვლენებს, რომლის შედეგადაც, რამდენიმე წუთის წინ, ნიკა მელია , ირაკლი ნადირძე, ტიტე გედენიძე, ფარნაოზ ჭკადუა, გიორგი რუხაია, გიორგი მაჩაიძე და გიორგი ხაბურძანია დააკავეს:

ივანიშვილმა თავისი მოპარული მილიარდების დასაცავად გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება.ამისთვის იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირს გახარიას და სუსის 100 კაცს,რომელთაც ყოველთვიურად ხელზე უხდის ხელფასს.
ნუ შეგეშინდებათ მათი!
მათ არაფერი ამაგრებთ შეშინებული ხალხის გარდა.!
მათი აღსასრული ძალიან ახლოა!

კომენტარი