სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტის შიდა ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული

რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის შიდა ეზოში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელები ავტობუსებში არიან განთავსებულნი.

შეგახსენებთ, რომ, ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე კარვები დაიდგა. შვილმოკლული მამების ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ისინი პროტესტს კარვებში გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე მათი შვილების მკვლელობის საქმეში მონაწილე პირები და დანაშაულის დამფარავი პირები არ დაისჯებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100