სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ემოციური ფოტო - ეტლზე მჯდომმა გიორგი ლომინაძემ ასე საყვარლად მიაკითხა საავადმყოფოში ახალ ნაოპერაციებ ცოლს

მორაგბე გიორგი ლომინაძის მეუღლე, ნუცა გუნცაძე საზარელი ავარიის, ოპერაციებისა და რეაბილიტაციის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ჩანს, როგორ მიაკითხა ლომინაძემ ცოლს საავადმყოფოში ყვავილებით.

როგორც ცნობილია, გიორგის ოპერაცია გაუკეთდა ფეხებზე. წინ კი ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი აქვს გასავლელი. რაც შეეხება ნუცას მდგომარეობას, მიმდინარეობს მძიმე ანტიბიოტიკური მკურნალობა. ტომოგრაფიაზე გამოჩნდა, რომ ფუძის ძვლის შეხორცხება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ხოლო პარალიზებულ მარცხენა მხარეს, (იგულისხმება ხელ-ფეხის მოძრაობა და მხედველობა) სჭირდება საკმაოდ ხანგრლივი რეაბილიტაცია.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. "ნისან ტიდა"-ში მსხდომი სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მანქანაში "იქს-5"-ში მყოფი მგზავრები, მორაგბე მერაბ კვირიკაშილი და მისი მეუღლე, ასევე მორაგბე გიორგი ლომინაძე ცოლთან ერთად, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. ექიმებმა კვირიკაშვილის მეუღლის, ანანო ბუაძის გადარჩენა ვერ შეძლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100