სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხანძარი ბორჯომის აგრარულ ბაზარში

დღეს დილით დაახლოებით 5:00 საათისთვის ცეცხლი გაჩნდა ბორჯომში, ჩარხისწყლის აგრარულ ბაზარში. ხანძრის შედეგად შენობის პირველ სართულზე დაიწვა საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, განადგურდა ინფრასტრუქტურა.უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მიყენებული ზარალი.
ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ წუთებში კი კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიის დასუფთავებას და გადარჩენილი ნივთების გამოტანას ცდილობენ.



წყარო: borjomi.tv

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100