სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიამ კუბლაშვილი: "პრემიერი დაგვპირდა, რომ დეტალურად შეისწავლის მჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტს"

პანკისის ხეობაში მოკლული თემირალ მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ადვოკატთან მარიამ კუბლაშვილთან ერთად საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსუილმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი, სადაც ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ კვირიკაშვილი საქმის დეტალურ შესწავლას შეჰპირდა მათ:


„ჩვენს მოთხოვნებს რაც ადეკვატურია უშუალოდ შეისწავლის და მოხდება რეაგირება.

ჩემს კითხვებს პასუხი გასცა. ფაქტია, რომ იცოდა მან ამ საქმის მასალები“ - განაცხადა კუბლაშვილმა.

პრემიერი ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს ადვოკატებთან ერთად ცალ-ცალკე შეხვდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილთან გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრას მაჩალიკაშვილის ადვოკატები მარიამ კუბლაშვილი და თამთა მიქელაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა შს მინისტრი გიორგი გახარია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავად მალხაზ მაჩალიკაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100