აი, რას წერს ნიკა გვარამია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ

აი , რას წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ:

"და კვლავ, საქართველოს პროდასავლურო ოპოზიციავ:
გაერთიანდით და მოგვაშორეთ მკვლელი ხელისუფლება! თუ არა და, სადაც ივანიშვილს ჩავაქვესკნელებთ ჩვენ თვითონ, იქვე გვერდით მოგიჩენთ ადგილს თქვენც"!

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს განაჩენი გამოუტანა ორ არასრულწლოვანს - ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ერთი ბრალდებული დამნაშავედ სცნო, ხოლო მეორე დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში გაამართლა, მეორე ბრალდებული გამართლდა დადუნაშვილის ეპიზოდში და დამნაშავედ სცნო სარალიძის ეპიზოდში, თუმცა, მუხლის გადაკვალიფიცირების შედეგად მას განაჩენი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოუტანეს

კომენტარი

×