სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ულტრაბგერით გამოკვლევაზე ქეიმმა პაციენტის მუცელში ნაყოფის ნაცვლად ნარკოტიკები აღმოაჩინა

მეხიკოში 37 წლის ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ქალმა ძლიერი მუცლის ტკივილით ექიმს მიმართა. სანამ მედიკოსი გლორიას გასინჯავდა, მან განაცხადა, რომ ორსულად იყო. როდესაც ქალის გამოკვლევა ულტრაბგერაზე გადაწყვიტეს, მუცელში ნაყოფის ნაცვლად გაურკვეველი წარმოშობის ნივთიერებები აღმოჩნდა.

გლორია გაადუდებელ ოპერაციაზე შეიყვანეს, რათა მუცლიდან ის ზედმეტი მასა ამოეღოთ, რაც მის ჯანმრთელობას პრობლემას უქმნიდა. ქირურგიულ პროცედურაზე ექიმების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ქალის ნაწლავებში იზოლენტით კარგად შეფუთული პაკეტები ნახეს. აღმნოჩნდა, რომ ეს ნარკოტიკული ნივთიერება იყო - გლორია მის უკანონო გადატანას აპირებდა საზღვარზე, თუმცა იმდენად შეაწუხა ტკივილმა, რომ იძულებული გახდა, ექიმისთვის მიემართა.

ოპერაციის დამთავრებისთანავე ექიმმა პოლიციაში დარეკა. ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ გლორია სამართალდამცავებმა განყოფილებაში გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ 2010 და 2015 წლებში ის გასამართლებული იყო სწორედ ნარკოტიკებით ვაჭრობის მუხლით. ქალმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, შესაბამისად, ვერ გაარკვიეს, თუ ვისგან შეიძინა წამალი ან ვისთვის მიჰქონდა ის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100