სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა დაკავებულია

პირი რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა დაკავებულია“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია აცხადებს.

მისი თქმით, ეს პირი დღეს, საგამოძიებო ორგანოში დააკავეს.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, გამოძიება მუქარით დაიწყო, თუმცა პროცესში გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის, ადევნების ნიშნებიც.

შსს- ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ გამოძიების ამ ეტაპზე ნამდვილად დგას ეჭვქვეშ დაკავებულის ფსიქიკური მდგომარეობა.

"ჩატარდება შესაბამისი საპროცესო მოქმედებები და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ მან გაიაროს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, დანაშაული ჩადენის დროს იყო თუ არა შერაცხადი პირი და აცნობიერებს თუ არა იგი სრულად მის მიერ ჩადენილ ქმედებას", - ამბობს ლონდა თოლორაია.

შეგახსენებთ, რომ მუქარის შესახებ ინგა გრიგოლიამ ფეისბუქზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100