სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე-14 სართულიდან გადმომხტარმა მოზარდებმა სიკვდილის წინ ხელწერილი დატოვეს - თვითმკვლელობის ახალი დეტალები

მოსკოვის ცენტრში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები გახდა ცნობილი - სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე მიაგნეს ხელწერილს, რომელიც მოზარდებმა თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დაწერეს. ისინი აცხადებდნენ, რომ მომხდარში არავის მიუძღვის ბრალი და ყოველივე მათი გააზრებული ქმედების შედეგია. ასევე, ახალგაზრდებმა ითხოვეს, რომ ისინი ერთმანეთის გვერდით დაკრძალონ.


შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს მოსკოვის ცენტრში ორი მოზარდი, რომელთა ასაკი 17 წელია, საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან გადმოხტა და ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. მათი ხელები ერთმანეთთან ცალუღით იყო გადაბმული. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი შეყვარებულები იყვნენ და ამ ქმედებით სურდათ საზოგადოებისთვის თავიანთი გრძნობების შესახებ შეეტყობინებინათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100