სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქი: წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით ჩაქრება ეს ხანძარი

სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში პარაკლისი აღავლინა.

უწმინდესის თქმით, ხვალ სასულიერო პირები ბორჯომში ჩავლენ და პარაკლისს აღავლენენ.

"წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით ჩაქრება ეს ხანძარი. ჩვენ აღვავლენთ ლოცვას, რომ უფალმა მოიღოს წყალობა. ხვალ მინდა გავაგზავნო ჩვენი სასულიერო პირები ბორჯომის ხეობაში და იქ ჩაატარებენ პარაკლისს"-აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100