ამ წუთებში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ

ამ წუთებში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ, სადაც „ქართული მარშის“ აქცია მიმდინარეობს, დაპირისპირებაა.
მომიტინგეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის შენობის წინ გადანაცვლებას ცდილობენ. მათ სურთ „თეთრი ხმაურის“ აქციის მიერ დატოვებული ტერიტორია თავად დაიკავონ, რის საშუალებასაც მას პოლიცია არ აძლევს. აქციის მონაწილეები პოლიციელების მიმართ ბოთლებს და სხვადასხვა ნივთებს ისვრიან. აქციაზე შეხლა-შემოხლის შედეგად სამართალდამცველი დაშავდა.

რაც შეეხება თეთრი ხმაურის აქციის მონაწილეებს, მათ რუსთაველის გამზირი პარლამენტის ეზოს გავლით სამართალდამცველების მითითების მიხედვით დატოვეს.

კომენტარი