სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყალდიდობას ისრაელში ათი სტუდენტის სიცოცხლე ემსხვერპლა

ისრაელში, მკვდარი ზღვის მახლობლად მოვარდნილმა წყალმა ათი ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც მდინარის დამშრალ კალაპოტში გადაადგილდებოდნენ. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. წყლის ნაკადმა სტუდენტები მოულოდნელად გაიტაცა. ცხრა გარდაცვლილი მალევე იპოვნეს, ხოლო ერთი დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით მისი ცხედარიც აღმოაჩინეს მაშველებმა. გარდაცვლილები წვევამდელი მომზადების 25 კაციანი ჯგუფის წევრები იყვნენ, რომლებიც მკვდარი ზღვის სამხრეთით ჰაიკინგით იყვნენ დაკავებულნი. ისინი ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100