სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მამაჩემს სახე აქვს დასერილი....დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს...თუ პოლიციასთან გნახავთ თავებს დაგაჭრითო"

დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, მამაჩემს სახე აქვს დასერილი - წაგვართვეს ფული, ოქრო და წასვლისას გვითხრეს, ხვალ თქვენთან პოლიციას ან ტელევიზიის ხალხს თუ ვნახავთ თავებს მოგაჭრითო, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-თან საუბრისას კასპის რაიონის სოფელ ფერმაში მცხოვრებმა საბინა ალიოღლიმ განაცხადა.

საბინა ალიოღლის თქმით, ყაჩაღებმა მისი მშობლები დააბეს და აწამეს.

„3 კაცი შემოვიდა, ნიღბები ეკეთათ. დაგვაბეს და გვითხრეს ფული მოგვეცითო. გვითხრეს, გვაჩვენე სად არის ფული და ოქრო. მე მივეცი ფულიც და ოქროც, მაგრამ მაინც ეძებდნენ რაღაცას. 2000 ლარამდე თანხა, ჩემი სამაჯური, ყელსაბამი, 9 ბეჭედი და დედაჩემის 2 ყელსაბამი მივეცი. წასვლისას გვითხრეს, რომ თუ ხვალ პოლიციას ან ტელევიზიას დავუკავშირდებით, თავებს მოგაჭრითო. სამივეს ჰქონდა დანა და გარდა ამისა, ორს იარაღიც ეჭირა“, - განაცხადა საბინა ალიოღლიმ.

ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზდე: http://rustavi2.ge/ka/news/102281

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100