სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები ცნობილია

განათლებისა და მეცნოერების სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება.

ბრძანებით დადგინდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის ეტაპები. edu.aris.ge-ს ცნობით, ეტაპები შემდეგნაირია:

I ეტაპირეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 10 აპრილს და 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდბეა. პირველ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, სადაც რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამასთან, I ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად შესაბამისი დოკუმენტები სკოლაში 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

II ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც დაიწყება 8 მაისს და გაგრძელდება 8 ივნისის ჩათვლით.

ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე WWW.EMIS.GE. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად.

II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. (პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება).

III ეტაპი – ეს ეტაპი II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაციას გულისხმობს. რა თქმა უნდა, მესამე ეტაპზეც მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელია დოკუმენტაციის წარდგენაც. მესამე ეტაპზე დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს. საბუთების წარდგენა იწარმოებს 2018 წლის 2 ივლისიდან 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100