სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საჭიროებენ ჰოსტიტალიზაციას, ოპერატორს თავი აქვს გატეხილი" - "ობიექტივის" პროდუსერი"დრონი.ჯი"-სთან კომენტარს აკეთებს

ობიექტივის ახალი ამბების გადამღებ ჯგუფს სამუშაოს შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.ოპერატორი და ჟურნალისტი სიუჟეტს უკანონო მშენებლობაზე აკეთებდნენ, რის გამოც მათ მშენებელი კომპანიის წარმომადრნელი თავს დაესხათ და სცემა. ინფორმაციის გადასამოწმებლად "ობიექტივის" საინფორმაციო გამოშვების პროდუსერს, ანა ქეცბაიას დავუკავშირდით:

„ჟურნალისტ ნინო ლორჩოშვილსა და ოპერატორ დავით მახარაძეს, ცუცქირიძის 13 ნომერიში, სასტუმრო „ქინგ ედვარდთან“ მიმდინარე მშენებლობაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. გადამღები ჯგუფი სიუჟეტის მოსამზადებლად მივიდა. ინფორმაცია გვქონდა, რომ უკანონო მშენებლობა მიმდინარეობდა, თუმცა მათ შეხვდნენ აგრესიით და ისინი საჭიროებენ ჰოსტიტალიზაციას. ოპერატორს თავი აქვს გატეხილი", - აცხადებს პროდუსერი.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100