სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარი შემთხვევის ახალი ვიდეო ვრცელდება

გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის გამო 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროზე დენი გაითიშა. მაშველებმა ტურისტები ავარიული დაშვებით ჩამოიყვანეს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების დასახმარებლად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან.
უწყების ცნობით, 10-მდე პირი კალათების ვარდნის შედეგად დაშავდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100