დიღმის მასივში მე-8 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა

დიღმის მასივში მე-8 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ავტოფარეხზე დაეცა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. დაშავებული მძიმე დაზიანებებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.

კომენტარი