სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბორჯომის საკრებულოსთან სპეცრაზია მობილიზებული

ბორჯომის საკრებულოსთან სპეცრაზია მობილიზებული - მერიის თანამშრომლები გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. მათ, "ქართული ოცნების" დეპუტატებთან ერთად გვიან ღამემდე პიკეტირებული ჰქონდათ ბორჯომის საკრებულოს შენობა და თავმჯდომარეს კაბინეტიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.

ზაზა ჩაჩანიძისგან ჯერ ხელფასების მომატების შესახებ სხდომის ოქმზე ხელმოწერას, შემდეგ კი მისი თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ.

ადგილზე გვიანობამდე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საკითხი ჩააგდო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100