სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი კვირის მანძილზე შვილები გარდაცვლილი დედის სხეულთან ერთად ცხოვრობდნენ

ირკუტსკის ერთ-ერთ გარეუბანში, ორი და ოთხი წლის ბავშვებს საშინელ სიტუაციაში მოუხდათ არსებობა. ისინი ერთი კვირის მანძილზე საკვებისა და სასმელის გარეშე გარდაცვლილი დედის სხეულთან ერთად ცხოვრობდნენ.

როგორც ცნობილია სამართალდამცავებს მეზობლბმა მიმართეს და განაცხადეს, რომ სახლიდან საშინელი სუნი გამოდიოდა.

სამართალდამცავებმა საცხოვრებელი სახლის კარი შეამტვრიეს და 24 წლის გარდაცვლილი ეკატერინას სხეული აღმოაჩინეს. სუნი კი იმით იყო განპირობებული, რომ სხეული ერთი კვირის განმავლობაში სიცხეში იმყოფებოდა.

„სახლში ორი მცირეწლოვანი გოგონა გახლდათ. ისინი მეტად შეშინებულები იყვნენ. ამ დროისათვის მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ“, - აღნიშნავენ სამართალდამცავები.

როცა პატარებს კითხეს თუ რატომ არ ითხოვეს დახმარება, მათ უპასუხეს, რომ დედის გაღვიძება არ სურდათ, რადგან ეს უკანასკნელი მსგავსი ქმედების შემთხვევაში ყოველთვის ეჩხუბებოდა შვილებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100