„სახლში მოაკითხა ვიღაცამ. ხალათით იყო უკვე და ისე გაიყვანა"- მოკლული გოგონას მეზობლები

21 წლის გოგონას, რომლის ცხედარიც დღეს გამთენიისას თემქაზე იპოვეს, სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდას ყელი აქვს გამოჭრილი.

მეზობლები ამბობენ, რომ გოგონა სტუდენტი იყო და დაბადებიდან აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა. რა მოხდა ზუსტად მათ არ იციან, თუმცა ერთ ერთი მეზობელი ამბობს, რომ გოგონა სახლიდან წუხელ გაიყვანეს - „სახლში მოაკითხა ვიღაცამ. ხალათით იყო უკვე და ისე გაიყვანა სახლიდან. მანიაკებითაა სავსე ქალაქი“ - აცხადებს მოკლულის მეზობელი.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, შატილის ქუჩაზე, პოლიციაა მობილიზებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარი