სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ს დღეს უკვე "კატია" გადაუვლის

ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ატლანტის ოკეანეში კიდევ ერთი ქარიშხალი, "კატია" ტრანსფორმირდა, რომელიც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ხვალ მიუახლოვდება. ქარიშხლების მონიტორინგის ფედერალური ცენტრის მონაცემებით, ახლახან ტრანსფორმირებული ქარიშხალი "კატია" ჯერ მხოლოდ ტროპიკული შტორმია, მაგრამ იგი ძლიერდება და 31 აგვისტოსთვის უკვე ქარიშხალი გახდება. ამჟამად "კატიას" ეპიცენტრში ქარის მაქსიმალური სიჩქარე 65 კმ/სთ-ს არ აღემატება, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია იმ შტორმზე, რაც ნიუ-იორკმა "აირინის" სახით გადაიტანა.

"კატიას" მოქმედების ტრაექტორია ჯერჯერობით ზუსტად არ არის განსაზღვრული და მოგვიანებით გახდება ცნობილი. წინაწარი ვარაუდით, იგი მექსიკის ყურეს დაატყდება თავს, სადაც ნავთობის მომპოვებელი კომპანიები და ზოგადად, ნავთობის საბადოებია განთავსებული.

აშშ-ის ხელისუფლებას "კატიასთან" დაკავშირებით, ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100