სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ შენობაში ხანძრის ლოკალიზებას 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს

აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ შენობაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძარი გაუჩნდა შენობას, რომელიც ამჟამად არაა მოქმედი, შიგნით არავინ იმყოფება და დაშავებულებიც არ არიან. ადგილზეა 7 ერთეული სახანძრო მანქანა, აქედან ორი-კიბე და სამაშველო ბრიგადები.
ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

კომენტარი