აკა სინჯიკაშვილი: "კიდევ ერთხელ ავიტან ლანძღვა-გინებას, ასე მონდომებით რომ შეუდგა ადამიანების ჯგუფი"

აკა სინჯიკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წითელ ცხვირებთან დაკავშირებით სტატუსს ავრცელებს, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლო დავა მიმდინარეობს:
"ასეთი ამბავია წითელი ცხვირების საქმეზე - ფინანსურმა პოლიციამ 8 თვიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა არ გამოიძიოს ეს საქმე ))) სამაგიეროდ სხვებმა გამოიძიეს და გაჩვენებთ რა უბედურება ხდება საერთოდ ))) არაფერი არ გარკვეულა ჯერ, ყველაფერს სასამართლო დაადგენს, რომლის თარიღსაც გამოაცხადებენ და გეტყვით. მოდით და ისეთ ამბებს გაჩვენებთ, რომ ვერც წარმოიდგენთ )) ვერცერთ სამხილს ვერ დავდებ სასამართლომდე, რაც გავამხილე ისიც არ უნდა მეთქვა. მანამდე კი კიდევ ერთხელ ავიტან ლანძღვა-გინებას, ასე მონდომებით რომ შეუდგა ადამიანების ჯგუფი )) სასამართლოს შემდეგ, აქ დავდებ ყველაფერს. აქ ჩემს პირად ამბავზე არ ხდება არაფერი, ამ ფულიდან ერთი ლარი არ არის ჩემი, ეს ხალხის მოგროვილი ფულია, ობლებისთვის და უსახლკაროებისთვის მოგროვილი. ზუსტად ამიტომ არ შევარჩენ არავის არაფერს, ერთ ლარს ვერ დახარჯავს უმიზნოდ ვერავინ. როგორც დაგპირდით, შეგროვილი ფულით, სოციალურად დაუცველებისთვის შენობა აშენდება და ეს აუცილებლად ასე იქნება. ადამიანი არის ის, რასაც აკეთებს და არა ის, რასაც ამბობს. ჰოდა გამოჩნდება სულ მალე, ვინ ამბობს და ვინ აკეთებს )))სიკეთე გადამდებია" - წერს აკა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში საქართველო შეუერთდა "წითელი ცხვირების" საერთაშორისო აციას, რომელიც მიზნად ისახავდა გაყიდული წითელი ცხვირების თანხით აშენებულიყო შენობა, სადაც საკვები, ტანსაცმელი და ნივთები იქნებოდა გაჭირვებული ადამიანებისთვის.
რამდენიმე თვის წინ კი თეონა ბაღდავაძემ კომპანია RedNose-ის სახელით მიმართა სასამართლოს აკა სინჯიკაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც რეპუტაციის შესაძლო შელახვას ედავება.

კომენტარი