რუსთავის მე-16 სკოლის 8 მოსწავლე ერთდროულად გახდა ცუდად - ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსთავის მე-16 საჯარო სკოლის მე-7 კლასის 8 მოსწავლე ერთდროულად გახდა ცუდად. სკოლაში სასწრაფო გამოიძახეს. ბავშვებს მუცლის არში ტკივილები აღენიშნებათ. ისინი საავადმყოფოში გადაყავთ. მოსწავლეების შეუძლოდ გახდომის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ეს შესაძლოა სასმელ წყალს უკავშირდებოდეს. ერთ-ერთი მშობელი აცხადებს, რომ გუშინ სკოლაში მუქი ფერის შეფერილობის წყალი მოდიოდა.

კომენტარი