გუგეშაშვილმა საოპერაციოში შეყვანამდე პოლიციას თავდამსხმელის ვინაობა დაუსახელა

დოდო გუგეშაშვილმა საოპერაციოში შეყვანამდე სამართალდამცველებს თავდამსხმელის ვინაობა დაუსახელა. ინფორმაციას ამის შესახებ "ტვ პირველი" ავრცელებს. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია შსს-ს არ დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რა დროსაც დოდო მძიმედ დაიჭრა, ხოლო მისი ვაჟი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა.

კომენტარი