მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და ჩვენი დახმარება ესაჭიროება

"მეგობრებო ვწუხვარ რომ ასეთი ინფორმაციის დაწერა მიწევს!!! მსახიობს გიორგი მახარაძეს სამწუხაროდ დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის მკურნალობის ხარჯებს ოჯახი თავისი სახსრებით ვერ გასწვდება.

ძალიან გთხოვთ, მას ახლა, ისე, როგორც არასდროს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, რომ დაამარცხოს ვერაგი დაავადება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. განცხადებას დავურთავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც თანხის გადარიცხვისთვის დაგჭირდებათ. უღრმესი მადლობა თითოეულს და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდით.


599070709 თეონა ჩივაძე (გიორგის დედა)" დიდი მადლობა ყველას... - ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგის ახლობელი მარიამ ქაცარავა ავრცელებს. პოსტი ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს გაზიარებული სათაურით: "თუ მოვინდომებთ გადარჩება ეს ბიჭი".


კომენტარი